|
2025-03-28 17:53:23, 840 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ კოლეგებთან
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ მას უკრაინაც არ დაემორჩილება. "რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ კოლეგებთან. ამავდროულად, თუ კიევის რეჟიმი მორატორიუმს არ დაემორჩილება, რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, იტოვებს უფლებას, ასევე არ დაემორჩილოს მას. ალოგიკური იქნება ჩვენი მხრიდან დავემორჩილოთ [ცეცხლის შეწყვეტას] და ყოველ ღამე მივიღოთ დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე" – ამბობს პესკოვი. მანამდე, პესკოვმა უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 25 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს. "თუ რუსები დაარღვევენ ამას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას], მაშინ მე პირდაპირი თხოვნა მექნება პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ ისინი დაარღვევენ, აქ არის მტკიცებულება - ჩვენ ვითხოვთ სანქციებს, ჩვენ ვითხოვთ შეიარაღებას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)