17:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 11:57:38, 686 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ

„ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ საარჩევნო დაპირებას ყოველთვის ასრულებს და ერთ-ერთი დაპირება სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყარი პარტიების აკრძალვა იყო.

„ეს პარტიები და ეს ადამიანები კანონგარეშე მოქმედებენ და ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად უკვე გამოკვეთილია ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის შეტანის საფუძველს ქმნის. ამავე დროს, დაველოდებით, რომ კომისიამ საქმიანობა დაასრულოს. ერთ-ერთი საფუძველი იქნება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაც და თუ გამოკვეთილი იქნება მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, ეს კიდევ ერთი საფუძველი იქნება იმის, რომ საქართველოს მტრული პარტიების საქმიანობა აკრძალული იყოს. არავის ექნება თვალთმაქცობის შესაძლებლობა, რომ პარტიები დააფუძნოს და „ნაცმოძრაობა 2“ ან სამი, გახდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ, ამ მიმართულებითაც მომზადებულია ცვლილებები კანონმდებლობაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ სატელიტებში, არჩილ გორდულაძე პასუხობს, რომ ამაში ყველა ის პარტია იგულისხმება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ განაყარია.

„ამ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, ისინი რეალურად პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. მათ მოუწევთ, პასუხი აგონ სამართლებრივადაც საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics