|
2025-03-28 11:52:43, 624 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - MEGOBARI აქტის ერთხმად დამტკიცება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახი საგარეო ფრონტზე
ვნახეთ, რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია „მეგობარი აქტის“ მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში - მდინარაძე და გამოაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება არის ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტი. „მსურს ვისაუბრო, ძალიან დიდი გამარჯვებაზე, რომელიც ქართველი ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის მოიპოვა გუშინ, საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა „მეგობარი აქტის“ დასამტკიცებლად, ერთხმად იქნა დამტკიცებული. ეს გამარჯვება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახი საგარეო ფრონტზე. ვიცით, რომ არ დაუშურებია რეჟიმს ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ აქტის მიღების პროცესში პროგრესი არ შემდგარიყო. მათ ვერაფრით ვერ შეძლეს შესწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ აქტის მიღება ნიშნავს ახალ რეალობას ივანიშვილის რეჟიმისთვის, მე ამ აქტს დავარქმევდი ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს. რა არის შინაარსი? - საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნული აქტი საკანონმდებლო დონეზე დაადგენს ჩარჩოს ფართომასშტაბიანი სანქციებისთვის, როგორც ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ისე ყველასთვის, მათ შორის იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროში. ვნახეთ, რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია აქტის მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გუშინ გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში - მდინარაძე, გამოაცხადა რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე რეჟიმი. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი. რეჟიმმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამოცანას რომელიც დაუყენა საკუთარ თავს, მალე 6 თვე გახდება არჩევნებიდან, მათ ვერ მიაღწიეს ვერც საერთაშორისო აღიარებას, და უფრო მეტიც, რაც მტკიცდება რეჟიმთან მიმართებაში არის ფართომასშტაბიანი სანქციების რეჟიმი. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა - ეს არის გზავნილი რომ მარტო არ ხართ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მითვისებული აქვს ძალაუფლება, რომელიც ზის პარლამენტის შენობაში არ აღუმართავს ფიზიკურად რუსული დროშა პარლამენტის თავზე, მაგრამ დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსული საქმე კეთდება, რუსული დავალებები სრულდება მათ შორის რუსული კომისიის მუშაობით, რომელიც ახლა ამზადებს საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადონ 2008 წლის ომში, პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოს დააკისრონ, შემდეგი ნაბიჯი იყოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს რეჟიმისგან, როგორც შემდეგი ნაბიჯი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ უნდა შეაჩეროს. 31 მარტს ყველა ვიკრიბებით, ვინც არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას, ვისაც სჯერა რომ მეგობარი აქტის და სხვა საერთაშორისო მეგობრების მხარდამჭერი აქტებით დავიცავთ ამ ქვეყანაში თავისუფლებას“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)