|
2025-03-28 10:30:29, 905 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთებს ყალბი ვებგვერდით ყიდდა, ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, შექმნა ყალბი „ფიშერული" ვებგვერდი „bsafest.online", რომელსაც რეკლამირებას უწევდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით. აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ. ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 286ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ( ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)