|
2025-03-27 20:40:43, 769 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს
გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგები „აგენტურული პარტიების მხილებისა და მათი აკრძალვის“ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი გახდეს. „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საკითხებზე საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებსაც, რაც, არ გამოვრიცხავთ, რომ ასევე გახდეს აგენტურული პარტიების მხილების და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)