|
2025-03-26 14:48:45, 648 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ აგენტების კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. აღნიშნულის შესახებ მაიკლ ო'ფლაერტი ს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია საუბარი და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაა დასახელებული. კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც „მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ“, ასევე, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო“. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს. გარდა ამისა, კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც. „ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი. კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)