19:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 09:58:59, 586 ნახვა

პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი - რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი აცხადებს, რომ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა.

მისი თქმით, „წულუკიანის კომისიამ“ 29 მარტის სხდომაზე დაიბარა, თუმცა „კლოუნებთან მისვლას“ და რამის ახსნას არ აპირებს, რადგან „მათი ცირკის დირექტორის ვინაობა” ცნობილია.

„წულუკიანის „კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29- ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.

ევროსაბჭოს რეზოლუცია „1633“ იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა, მაშინ დარბაზი დატოვეს, პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და „კომისია” მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, - წერს გაბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics