10:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 14:18:30, 797 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიო ოცნებობს, ბელარუსში ყველაფერი კარგადაა

ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა მეშვიდე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

„ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს, ჩვენი ხალხის ნამდვილი საქმისა და ინტერესების დიქტატურაზე. ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ დემოკრატიას სტანდარტს უწოდებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 86.82%-ით გაიმარჯვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics