21:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 13:33:00, 1140 ნახვა

საზოგადოება
თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან დაიწყება

საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა. დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ჩაერთო. საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენ დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ცნობისთვის, Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16 839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics