10:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 21:49:15, 704 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გავაფორმებთ

უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გავაფორმებთ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.

„ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე ვსაუბრობთ. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს აშშ უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics