|
2025-03-24 12:24:37, 515 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კითხვას ვსვამ, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილი
მინდა, კითხვა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე. ეს კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი. ამ პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ზურაბიშვილის გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ“. „ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამის ახსნაც არსებობს. ამაზე ვისაუბრე კიდეც, რომ ბალტიის ქვეყნებს, ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ, მით უმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშების პირისპირ დადგნენ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების მეშვეობით, აიცილონ რაღაც რისკები. ამ შემთხვევაში, საქართველო, ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ რუსეთის ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი თავიდან რისკების აცილებისა. ასე რომ, ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე იცით, რომ რადიკალური ენჯეობით რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის პირდპაირი განმახორციელებელი იმ ზრახვებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)