16:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 13:07:56, 465 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ფოტოების მარაგს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შესაქმნელად. პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ  გააცნოს და ამით  გაყიდვები გაზარდოს.

აღნიშნული სიახლის მეშვეობით ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ფოტო არ აქვთ, შეუძლიათ Ads მენეჯერში არსებული ფოტო მარაგიდან შეარჩიონ სასურველი ვიზუალი.  ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სიტყვა, რომელიც მათი ბიზნესის საქმიანობას გამოხატავს, რის შემდეგაც  რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. შემდეგ კი, ისინი შეძლებენ  სასურველი ვიზუალის არჩევას და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ  ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ.

თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, სადაც ავტორიზაციას  იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში ხართ დარეგისტრირებული და რომლითაც ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. ხოლო თუ მარკეტერი ხართ, ამ შემთხვევაში  დირექტორმა უნდა გაგიწეროთ შესაბამისი როლი/წვდომა

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:  

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics