|
2025-03-20 01:41:10, 621 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება
ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომლის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ხალხი. „დიფ სთეითი" დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი" იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის" მიერ იმართება ხელისუფლებები. მათი მხრიდან კიდევ უფრო მძაფრია ეს თავდასხმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)