00:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 21:35:11, 891 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი - გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინი ასევე, გაესაუბრნენ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics