|
2025-03-18 16:49:57, 682 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები იქნებიან დადანაშაულებული
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულონ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“. „ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა, არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს. როცა სიყვარულს, სიძულვილი აყადაღებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - განაცხადა გვარამიამ. მისი განმარტებით, ფონდების დაყადაღება არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. თუმცა, გვარამიას აზრით, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის დაყადაღება არასწორია. „ამის შემდეგ, „საბოტაჟის საქმეზე“ ცხადია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებული, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. თუ ვინმესგან შიში არასდროს მინახავს, საკუთარ თავზე მეტად, ეს შემიძლია ნანუკა ჟორჟოლიანზე ვთქვა“, - განაცხადა გვარამიამ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბელარუსი გახდება, თუ ძალიან მალე ვითარება არ შეიცვალა. „საქართველო ბელარუსი არ იქნება“, ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ საქართველო ბელარუსი იქნება, თუ ჩვენ ძალიან მალე ამ ვითარებას არ შევცვლით. საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ერთი შეხედვით, მაგრამ ამ რეჟიმისგან წარმოუდგენელი არაფერია. გუშინ დააყადაღეს 4 ფონდი: „ნანუკას ფონდი“, ე.წ. გილაურის ფონდი“, ფონდი „ერთმანეთისთვის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ეს იცით, რა ფონდებია? ეს არის ფონდები, რომელიც ეხმარებიან მაგალითად, პატიმრების ოჯახებს. ამ ყადაღით, დღეს პატიმრები, რომლებიც ისედაც უკანონო პატიმრები არიან, ისინი და მათი ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩებიან. ყველა პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც. ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, „ნანუკას ფონდი“, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის“, - განაცხადა გვარამიამ.
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)