|
2025-03-16 11:18:29, 680 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა იემენელ ჰუსიტებზე იერიშების ბრძანება გასცა და ირანს მოუწოდა, მხარდაჭერა შეწყვიტოს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იემენში ჰუსიტების პროირანული ჯგუფის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების მიტანის ბრძანება გასცა. მანვე დაწერა, რომ აშშ ტერორისტების წინააღმდეგ "ლეთალურ ძალას გამოიყენებს", სანამ მიზანს არ მიაღწევს და წითელ ზღვაში თავდასხმები არ შეჩერდება. ტრამპმა აღნიშნა, რომ "ირანის დაფინანსებით", ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. "დღეს აშშ-ს არმიას ვუბრძანე, რომ იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ გადამწყვეტი და ძლიერი ქმედება დაიწყოს. ისინი ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავებისა და დრონების წინააღმდეგ მეკობრეობის, ძალადობისა და ტერორიზმის ულმობელ კამპანიას აწარმოებენ. [...] ირანის დაფინანსებით, ჰუსიტი ბანდიტები აშშ-ს თვითმფრინავებს რაკეტებს ესროდნენ და ჩვენი ჯარისკაცები და მოკავშირეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ეს ულმობელი იერიშებით აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკა მილიარდობით დოლარს კარგავდა, ამავდროულად, უდანაშაულო სიცოცხლეებს საფრთხის წინაშე აყენებდა. ჰუსიტების თავდასხმას ამერიკულ გემებზე არ შევიწყნარებთ. დაუძლეველ ლეთალურ ძალას გამოვიყენებთ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. ჰუსიტებმა საზღვაო გზები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყლითსავალ გზებზე შეზღუდეს, რითაც გლობალური ვაჭრობის დიდი ნაწილი შეაჩერეს და ნავიგაციის თავისუფლების ძირეულ პრინციპს თავს დაესხნენ, რაზეც საერთაშორისო ვაჭრობა არის დამოკიდებული. ჩვენს მამაცი მებრძოლებს ამ წუთებში ტერორისტების ბაზებზე, ლიდერებსა და სარაკეტო თავდაცვებზე საჰაერო იერიშები მიაქვთ, რათა ამერიკული საზღვაო გადაადგილება, საჰაერო და საზღვაო ქონება დაიცვან და სანავიგაციო თავისუფლება აღადგინონ. ვერანაირი ტერორისტული ძალა ვერ შეაჩერებს ამერიკის სავაჭრო და საზღვაო გემებს მსოფლიოს წყლითსავალი გზებში თავისუფლად ცურვისგან". - წერს ტრამპი. გარდა ამისა, ტრამპმა ირანს მოუწოდა, რომ ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებს". "ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერს ტრამპი. ჰუსიტები იტყობინებიან, რომ მათ ტერიტორიაზე, სანაასა და საადას პროვინციებში აფეთქებები მოხდა. მათივე თქმით, აშშ-მ იერიშები დჰამარის პროვინციაშიც მიიტანა. AP News-თან საუბრისას ანონიმურმა აშშ-ს თანამდებობის პირმა თქვა, რომ ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო იერიშები გაგრძელდება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ოპერაცია აშშ-მ მოკავშირეების გარეშე ჩაატარა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)