|
2025-03-14 14:10:49, 586 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება 2026 წლის იანვრამდე გადავადდება
საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის გადავადდება. ლიცენზიის ვადის 9 თვით გადაწევის საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა და თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები დაწესდა. თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის ოდენობად - 50 000 ლარი განისაზღვრა. ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება. ინიციატორები თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ვადის გადაწევას სწორედ ლაბორატორიის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხებით ხსნიან. “კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად, საჭირო დანადგარების მწარმოებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმებული პროდუქციის შესყიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელდეს. ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები. ამასთანავე, დანადგარების საწარმოში დაინსტალირებისათვის და ტექნიკურად გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს. იმისათვის, რომ სრულად იქნეს შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია, საჭიროა დაახლოებით 7-9 თვე“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)