08:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 16:43:33, 613 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტი დუდა აშშ-ს მოუწოდებს, ბირთვული ქობინები პოლონეთში განათავსოს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს. 

დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა.

NATO-ს საზღვრებმა აღმოსავლეთით 1999 წელს გადაინაცვლა, ამიტომ 26 წლის შემდეგ, NATO-ს ინფრასტრუქტურამაც უნდა გადაინაცვლოს. ჩემთვის, ეს აშკარაა". - თქვა დუდამ გამოცემასთან ინტერვიუში.

"ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამის დრო მოვიდა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნება, თუ ეს იარაღი უკვე აქ რომ იყოს". - დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა.

Financial Times წერს, რომ დუდა იმ ბირთვული გაზიარების პროექტის გამოცოცხლებას ცდილობს, რომელიც მან 2022-ში ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუმატებლად წარუდგინა. ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ქვეყანაში საბჭოთა ბირთვული ქობინები ჰქონდა განლაგებული.

დუდას თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება აშშ-ს ბირთვული შეიარაღება განთავსებული და გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, როდესაც მან 2023-ში თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განალაგებდა.

"რუსეთმა არც კი იყოყმანა, როდესაც თავიანთი ბირთვული შეიარაღება ბელარუსში გადაჰქონდათ. ნებართვა არავისთვის არ უთხოვიათ". - აღნიშნა დუდამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics