20:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 17:34:52, 760 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - სააკაშვილს ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სამართალი

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილისათვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობის მისჯას:

„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, - დაწერა ნათია მეზვრიშვილმა 12 მარტს ფეისბუკზე.

რამდენიმე საათით ადრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, კიდევ ერთ საქმეზე - დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რასაც მედიაში „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ - მიუსაჯეს პატიმრობა, ამჯერად 9 წლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics