|
2025-03-12 12:59:37, 603 ნახვა
საზოგადოება
გაერო - საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა
ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული და ხარისხიანი მონაცემების გასაუმჯობესებლად და მათზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზნით, 11 მარტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მოსახლეობის განყოფილების უფროსმა ლიზა უორტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა. „UNECE-ს კონსულტანტმა თენგიზ ცეკვავამ კი მონაწილეებს გააცნო მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგები, რასაც მოჰყვა მცირე ჯგუფებში აღნიშნული შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა და ხარისხიანი მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით პრიორიტეტებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მტკიცებულების ბაზის გაძლიერების მიზნით, მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების განხორციელებისა და მონიტორინგის ფარგლებში. საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა. მოსახლეობის დაბერება ზემოქმედებს საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა ეკონომიკაში, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზანია საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული სტატისტიკისა და ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა და აღრიცხვის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)