|
2025-03-07 15:56:50, 603 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს
მარტივად და პირდაპირ - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან - ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? - ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. „მარტივად და პირდაპირ - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ჩამოვა ახალი თუ იგივე ელჩი და ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში (ვინც შემორჩა) და შემოვლენ. ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? - ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ. იმიტომ, რომ ისინი თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი პატრონების დაქვემდებარებაში არიან. ნახეთ რომელიმე რეგიონში გასულიყო და [ხალხს] შეხვედროდა? ერთი „დოი“ [დავით დოიაშვილი] იყო სადღაც გასული და გზაში დაიკარგა. ერთი ეს კაცი წავიდა ოპოზიციის სახელით და მერე გაქრა, არსად ჩანს - წალენჯიხაში მოვიკითხე და იქ არ ჩასულა, არანაირი დადგმა არ ჩაუტარებია. სად წავიდა, არ ვიცი - ეტყობა, გაიაზრა, რა და როგორ იყო და სახლში მშვიდადაა. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მოლოდინი მაქვს, რომ როგორც ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ზუსტად ასე, ადგილობრივ არჩევნებშიც გაერთიანებულად თუ ცალ-ცალკე პლატფორმებს შექმნიან, „მადამ ფრანცუჟენკაც“ რაღაცას ეტყვის და ეგ არის. არ გვაინტერესებს - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, რადგან საქმის ხალხი ვართ“, - განაცხადა ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)