|
2025-03-07 11:29:39, 422 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მამუკა ხაზარაძე იმდენად უსამშობლოა, რომ მოქმედებს სხვა ქვეყნების პოლიტიკური ინტერესებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მამუკა ხაზარაძე იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება“. პაპუაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს რომ უცხოელების მხრიდან აქვთ მიცემული გასაქანი ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. „საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ის, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც გერმანიის, თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესებით. ეს არის ამოსავალი წერტილი. მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 000 დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ, ეს ფროიდისეული წამოცდენა არის ხაზარაძის მხრიდან. რაც მას გულში უდევს, ის გვაჩვენა. ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ისე, რა ინტერესი აქვს ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)