|
2025-03-06 15:45:19, 495 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა
ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი, სადაც ერთ მხარესაა რეპრესიები, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა, ხოლო მეორე მხარეს ღირსება და სოლიდარობა. მისი შეფასებით, „100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა“. „რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი - რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა, მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის. რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…) მეორე მხარეს კი ღირსებაა, თუნდაც წყლის ჭავლის, ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა, თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), სამშობლოს უკიდეგანო ერთგულება, რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე - და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ე.ი. ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს… საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია! იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისთვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები. მათ ტყუილად არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები, რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს “ტიტუშკები” დარბიან ქალაქში, შიში რომ დათესონ! ამ დროს კი ქალაქი დგას! უკვე 100 დღეა! და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)