16:26 - 10 Jun, 2026
|
2025-03-06 13:07:09, 558 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმება, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ში რუსეთის ელჩის და რუსეთში აშშ-ის ელჩის დანიშვნა, მიღწეული იქნა 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე. რუსეთის ფედერაციის წინა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონში მისია 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონმა მოსკოვს გადასცა ოფიციალური ნოტა აგრემანით, დარჩიევის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს სტამბოლში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)