|
2025-03-03 17:14:28, 617 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - როცა უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ეს არის დაუშვებელი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მმართველი გუნდის განმარტებით, მათ მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი და ამოცანა საჯარო სამსახურების გარე ჩარევებისგან დაცვაა. საუბარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელეს დამატებით საგანმანათლებლო, პედაგოგიური თუ შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდება. ასევე, პირებმა, რომლებიც საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა უნდა მიიღონ. იგივე პრინციპი გავრცელდება მოსამართლეთა კორპუსზე. საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს. „როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა სუბარმა კომიტეტის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)