|
2025-03-02 15:11:26, 467 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას დონალდ ტრამპს წარუდგენენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას დონალდ ტრამპს წარუდგენენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბიბისის“ ეთერში განაცხადა. კირ სტარმერის თქმით, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ის ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს იმის ხილვა, რაც პარასკევს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. „ჩვენ ახლა შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა, კიდევ ერთ ან ორ ქვეყანასთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე. ამის შემდეგ, ჩვენ ამ გეგმას აშშ-სთან განვიხილავთ. ამგვარად, პარასკევს ღამით განხორციელებული ზარებით, გუშინდელი შეხვედრით და წუხელ გამართული სატელეფონო საუბრებით, ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი, რადგან, როგორც ვთქვი, არავის სურს იხილოს ის, რაც მოხდა პარასკევს. თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ცენტრალური ფოკუსი, რაც არის უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა სტარმერმა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ მეტი და უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ამას სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა. მისივე განმარტებით, ის ვერ ენდობა ვლადიმერ პუტინს და სწორედ ამიტომ არის საჭირო უსაფრთხოების გარანტია.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)