|
2025-03-01 14:50:40, 809 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი
სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალა, ფირფიტა გადაატრიალა. თამაშობს და თავად არ იცის, ამბობს, როცა ინსტრუქცია აქვს, მაგრამ არ აქვს ამ ინსტრუქციის შესრულების რესურსი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის წინაშე. „რასაკვირველია, ოპოზიციის გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი, როცა ქარტია შესთავაზა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც მას ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდა და უწმაწურობას ეუბნებოდა. ამის მიუხედავად, მას მათან გაერთიანება უბრძანეს. ახლა ხედავენ, რომ ის ადამიანები არ არიან გამოსაყენებელი, ვინც მუდმივად ომზე ლაპარაკობენ, ადამიანის უფლებები გადათელეს და უამრავი ქართული ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. არ შეიძლება, ახალგაზრდებს ის ადამიანი მართავდეს, ვისაც პირდაპირ დანაშაული აქვს ჩადენილი ადამიანების წინაშე. გააანალიზეს რა ეს ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილს ახალი როლი მისცეს, მაგრამ ამ როლს ვერ ერგება, რადგან არ შეუძლია და არ იცის. ის ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი. ლიდერობა უნდა, მაგრამ ამ როლს ვერ ასრულებს. სამწუხაროა, მაგრამ მან ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ქვეყნის წინაშე, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს. არც არავინ იქნებოდა, რომ არა, კონკრეტული ადამიანების მხრიდან მისი აღზევება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)