|
2025-02-28 13:29:23, 638 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუამ „უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში, ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველ-წარმომადგენელი კლაუდიო ანტონიო არანა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საუბრისას განიხილეს ორ „მეგობარ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების ასპექტები და მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები. „შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკარაგუას რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებისგან ორმხრივი უარის თქმის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)