|
2016-03-10 10:03:24, 1240 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელოდება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელოდება. “დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ჰუმანურ განაჩენს გამოიტანს. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, არის ომის მსხვერპლი. ის თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა და ასეთ ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელის მთელი საერთაშორისო საზოგადოება”, - განაცხადა აბაშიძემ. კითხვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გააქტიურდეს თუ არა ოფიციალური თბილისის განცხადებები, აბაშიძემ უპასუხა: “ვნახოთ, იქნებ, გაკეთდეს კიდევ განცხადებები”. ცნობისთვის, ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. ნადეჟდა სავჩენკო ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)