|
2025-02-26 15:00:21, 375 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია
ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის ჩვენი მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დახმარების მიზნით, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში. „პრემიერის დავალებით, თავდაცვის ძალები უკვე მონაწილეობენ სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებებში, მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რათა მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა გართულებულია, ამავე დროს ჩვენი ძალები ჩართულები არიან გაწმენდით სამუშაოებში. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ. იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება კომუნიკაცია მყარდება, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითაც შეუძლიათ ადგილზე მიაწოდონ საკვები თუ მედიკამენტი ამასაც უზრუნველყოფენ. ამავე დროს, მათ ოპერატიული კავშირი აქვთ თითოეულ შტაბთან, ეს საშუალებას იძლევა, მათ მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია შტაბებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფებიც მივიდნენ. რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული, სხვა საჭიროების არსებობის შემთხვევაშიც, მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება. ამ ეტაპზე ასეთი დავალება არ არის“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)