|
2025-02-26 13:56:22, 405 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - გურიაში ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი - ოპოზიცია და NGO-ები ცდილობენ პანიკა დათესონ
[გურიაში] ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი, მიდის გაწმენდითი სამუშაოები. ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის, პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი იმყოფება ადგილზე და პროცესს თავად ხელმძღვანელობს. „რაც შეეხება სტიქიას, საზოგადოება ხედავს, მათ შორის, ადგილზე, რომ მიდის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიაში. თუმცა იცით, რომ სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბისა და სიმძიმის, როგორც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზეა და თავად ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ვითარებას ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება, საჭიროებაა ხელახალი გაწმენდითი სამუშაოების, აქედან გამომდინარე ასეთ პირობებში მუშაობა რთულია. იცით, რომ ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი, მიდის გაწმენდითი სამუშაოები. ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ. ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები არიან ჩართულნი. ასევე, ექიმები, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ. მთლიანად პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიდის ის სამუშაოები, რაც საჭიროა. ამასთან ერთად, უკვე მერამდენეჯერ ვნახეთ, რომ როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ზუსტად იმ მომენტში ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას. აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, კიდევ უფრო დაამძიმონ და გააღიზიანონ საზოგადოება, რაც არ ჯდება არანაირ მედია და ადამიანურ სტანდარტში. გუშინდელი ჩემი კომენტარიც იყო პირდაპირ სპეკულაციურად დაჩეხილი. მიზანი გასაგებია - პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ყველა ასეთი შემთხვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეულები ვართ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას ზურგში დანას ურტყამს და სოლიდარობის, ემპათიისა და გვერდში დგომის ნაცვლად, ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)