09:35 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 18:32:22, 452 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ანაკლიის პროექტზე - ვფიქრობ, რომ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია, ინვესტორთან კონტრაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.

„ვფიქრობ, რომ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ  მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა. თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის ჩაკეტა
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics