|
2016-03-09 17:22:54, 1279 ნახვა
მსოფლიო
ირანმა 2 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ირანმა ორი უპილოტო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სამხედრო სწავლების ფარგლებში იქნა გაშვებული. სამხედრო წვრთნები, რომელიც ოფიციალურმა თეირანმა გუშინ ჩაატარა, აშშ-ის მძაფრი კრიტიკის საბაბი გახდა. როგორც თეთრის სახლის პრესსპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, აშშ-ის კონგრესი ირანის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს. მისივე თქმით, სანქციები ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ირანი თავის აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც აშშ-ისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული არ შეწყვეტს. რაიანის თქმით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ცნობისთვის, უკანასკნელად ირანში ბალისტიკური იარაღი 2015 წლის შემოდგომაზე გამოსცადეს, რის საპასუხოდაც იანვარში აშშ-მ ახალი სანციები დაუწესა ირანულ კომპანიებსა და კერძო პირებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჰუსეინ ჯაბარ ანსარის განცახდებით, რაკეტების გამოცდა ბირთვულ პოროგრამასთან არაფერ კავშირიშია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)