|
2025-02-20 17:56:17, 423 ნახვა
სამართალი
სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე პოლიციელი თედორე გიორგაშვილი დაიკითხა. როგორც მოწმემ განაცხადა, სხვიტარიძე მან და დეტექტივმა გიორგი კაპანაძემ 2024 წლის 5 დეკემბერს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. გიორგაშვილის თქმით, დაზარალებული იყო პოლიციელი მირიან ქავთარაძე და დაკავების ოქმი მან შეადგინა. როგორც მოწმემ განაცხადა, სხვიტარიძეს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოქმშიც ასახა. თუ საიდან მიიღო დაზიანებები, ამაზე მოწმის თქმით, სხვიტარიძემ მას პასუხი არ გასცა. ადვოკატის შეკითხვაზე, საბა სხვიტარიძე დილის 04:00 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის. სხვიტარიძის ადვოკატი მოწმის ჩვენებას არ ენდობა. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, სხვიტარიძე რეალურად ზესტაფონის გზაზე მანქანაში დააკავეს, პოლიციის გამყოფილებაში მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მოგვიანებით დაკავების ოქმი გააყალბეს, რომლის მიხედვითაც, თითქოს 5 დეკემბერს გამთენიისას თავად გამოცხადდა პოლიციაში და საშვი დაუშვეს. მოსამართლემ ადვოკატს კოკა კაციტაძის უწყებაში ჩატარებული გამოძიების მასალების აღნიშნულ საქმეზე დართვის შუამდგომლობა, ასევე 13 პოლიციელის დაკითხვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, რომლებიც, დაცვის მხარის თქმით, სხვიტარიძის დაკავებაში, საშვის დაშვებაში, ოქმის შედგენასა და ბრალდებულის საქმეში მონაწილეობდნენ. საბა სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი პროცესი 4 მარტისთვის ჩაინიშნა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)