|
2025-02-20 16:55:17, 383 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვას €1.9 მილიარდის დახმარებას გადასცემს
ევროკავშირი მოლდოვას დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსურ დახმარებას გადასცემს, რომლისგანაც 385 მილიონი ევრო გრანტის სახით გაიცემა, ხოლო 1.5 მილიარდი ევრო სესხის სახით. როგორც ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული, ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა პარლამენტმა 19 თებერვალს შეთანხმებას მიაღწია მოლდოვის რეფორმისა და ზრდის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე (Reform and Growth Facility for Moldova). მოლდოვის განვითარებისთვის განკუთვნილი დახმარების შესახებ ევროპული კომისია წინადადებით გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. ევროკომისიის ცნობით, ამ გეგმის ფარგლებში მოლდოვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის ყველაზე მსხვილ ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს. "[დახმარება] გააძლიერებს მოლდოვის ეკონომიკას, უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ქვეყანას, რეფორმების დაჩქარების გზით, კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირის წევრობასთან". - წერია ევროკომისიის პრესრელიზში. მოლდოვისთვის გამოყოფილი 1.9 მილიარდი ევრო ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებისთვის აუცილებელ სოციო-ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების გატარებასა და პრიორიტეტულ საინვესტიციო საჭიროებებს მოხმარდება. "ის დაფარავს ყველა იმ კრიტიკულ სექტორს, რომლებიც მოლდოვის ეკონომიკურ ზრდასა და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაციას შეუწყობენ ხელს". - აცხადებს ევროკომისია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)