01:41 - 11 Jun, 2026
|
2025-02-20 13:26:05, 332 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ უნდა გამოიღვიძოს
ევროპამ უნდა გამოიღვიძოს, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. „ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რაც მას აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს. „ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)