|
2016-03-09 14:57:39, 1339 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ბლატერის ოფისები გაჩხრიკა
საფრანგეთში ფიფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის პროკურატურამ გაავრცელა. ჩხრეკა საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ, ბლატერის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბლატერის ოფისებიდან წაიღეს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც მან უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის 2 მილიონი შვეიცარული ფრანკი (2 მილიონ აშშ დოლარზე ცოტათი მეტი) გადაურიცხა. შვეიცარიის პროკურატურამ ბლატერის წინაღმდეგ საქმე გასული წლის სექტემბრის ბოლოს აღძრა. ბლატერს ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფიფას ახალ პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო დაინიშნა, რომელიც პლატინის გადაყენების შემდეგ უეფას დროებით მმართველად იყო დანიშნული. უეფას ახალი ხელმძღვანელად კი, თეოდორ თეოდორიდისი დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)