|
2016-03-09 14:21:35, 779 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: სოციალური გაზის შესასყიდი ფასი შემცირდება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ბუნებრივ აირის შესასყიდ ფასებზე მოკლედ ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდება, რაც მისცემთ შესაძლებლობას, კურსთა სხვაობის გამო ენერგეტიკაში არსებული ზარალი დააბალანსონ. კალაძე კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფასს არ ასახელებს. „სოციალური გაზის ფასი იქნება შემცირებული, თუმცა თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს კომერციული საიდუმლოებაა. წლების წინ იქნა ეს ხელშეკრულება გაფორმებული და არ მაქვს უფლება, ვისაუბრო, თუმცა გაცილებით შემცირებულია ფასები და ნაწილობრივ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კურსთა სხვაობის გამო ზარალი ენერგეტიკაში ნაწილობრივ დავაბალანსოთ. კომერციული ობიექტებისთვის, გაზგასამართი სადგურებისთვის 35-40 დოლარით მოხდება შემცირება ბუნებრივი აირის გასაყიდი ფასისა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)