|
2025-02-19 19:16:45, 589 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საკითხზე მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა." მისივე თქმით მზად არის შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუმცა მანამდე საჭიროა მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება. პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად "შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები." პუტინმა აღნიშნა, რომ "სიამოვნებით შეხვდება ტრამპს", მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს. პუტინის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე "სრულიად სხვა ხალხი" იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)