|
2025-02-19 13:35:26, 441 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა
მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებების დამცველებმა რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 16 თებერვალს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე. მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა - გუშინ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა. ის მკურნალობას "ვივამედის" კლინიკაში გააგრძელებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)