12:21 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 11:53:11, 463 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, ადასტურებს, რომ პასუხისმგებლობის ეშინიათ

ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ [საგამოძიებო] კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ოპოზიცია ცდილობს, თავი აარიდოს [საგამოძიებო] კომისიასთან თანამშრომლობას, თუმცა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა, დაველოდოთ შედეგებს - რა სიახლეები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ახალი საქმეები იყოს აღძრული პროკურატურაში. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომისიაზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც სურვილი აქვს, ითანამშრომლოს კომისიასთან. დამიჯერეთ, ასეთი ძალიან ბევრია”, - განაცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics