|
2016-03-09 13:17:33, 751 ნახვა
ეკონომიკა
კახი კალაძე: „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. კალაძემ ხელშეკრულების შინაარსზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო „გაზპრომთან“ ძველი კონტრაქტის პირობებში რჩება, რაც ნედლეულის სახით 10% ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს. „გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. შინაარსი უკვე გაჟღერებულია, ჩვენ ხელშეკრულების შინაარსი გავუგზავნეთ, შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია, ანუ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ეს წლების განმავლობასი იყო, ანუ მივიღებთ ბუნებრივ აირის 10%–ს ნედლეულის სახით. მინდა, მადლობა გადავუხადო „სოკარს“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს უზრუნვეყლოფა მომხდარიყო ბუნებრივი აირით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი „სოკარის“ მილსადენით, შახდენიზის მილსადენით და ასევე ტრანზიტის იმ გატარებული მოცულობებისა, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ ვიღებთ გაზის მოცულობის 10%–ს“,-განაცხადა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)