13:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 12:42:04, 520 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს!

"წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს". -  ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.პოსტით პოლიტიკოსი მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

"ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს!" - წერს ყოფილი პრემიერი. 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, 18 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს. ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.

სალომე ზურაბიშბილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics