2025-02-17 21:11:11, 409 ნახვა
პოლიტიკა
სისხლის სამართლის კოდექსში ქართული ოცნება „სამშობლოს ღალატის“ მუხლს ამატებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს კიდევ ერთი მუხლი, „სამშობლოს ღალატი“ დაემატება.
მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან.
„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში”, - დასძინა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,