|
2025-02-17 11:19:21, 374 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეაზე - დღეს ეს წარმოუდგენელია
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო არ ეთანხმება რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფრანგულ ტელეარხ LTI-სთან ინტერვიუში განაცხადა. „დღეს ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ და დასძინა, რომ ახლა „დიდი შვიდეული" აერთიანებს "ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს", ხოლო რუსეთი „უფრო და უფრო ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია". ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა მოხდება. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს. „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)