05:53 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 09:55:29, 399 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე სამშაბათს გაიმართება

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დელეგაციაში. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება.

სტივ უიტკოფმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის და მაიკ უოლცი საუდის არაბეთში კვირას ღამით ჩავიდოდნენ. რუბიო კი საუდის არაბეთში ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ორშაბათს ჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics