|
2025-02-16 20:51:03, 383 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში სირიის მოქალაქე ხალხს დანით დაესხა თავს, მოზარდი გარდაიცვალა
სამხრეთ ავსტრიის ქალაქ ვილახში, შაბათს, დანით თავს დაესხნენ ხალხს. გარდაიცვალა 14 წლის ბიჭი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, 15-დან 39 წლამდე, რომელთაგან სამი რეანიმაციაშია, დანარჩენმა ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, იუწყება Reuters. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია მის სახელს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ის 23 წლის სირიელია, რომელმაც თავშესაფარი ავსტრიაში მოითხოვა. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული. კარნერის თქმით, IS-მა ის ინტერნეტის საშუალებით აიყვანა. მინისტრის თქმით, მას აქამდე პოლიციის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. პოლიცია მომხდარს განიხილავს, როგორც რადიკალი ისლამისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს. ავსტრიის მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა იმიგრაციის წესების გამკაცრება მოითხოვეს. მოძრაობა „თავისუფალმა სირიის საზოგადოება ავსტრიაში“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ცალსახად გმობს თავდასხმა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)