|
2025-02-16 20:14:27, 531 ნახვა
მსოფლიო
ევროპელი ლიდერები პარიზში უკრაინის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ
ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება. ამასთან, BBC წერს, რომ სამიტს დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც – ის, სავარაუდოდ, ორშაბათს პარიზში ჩატარდება. “საუბარი ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის მძლავრი სიგნალია მშვიდობის და არა ომის შესახებ დიალოგის დასაწყებად; ტრამპს შეუძლია რუსეთში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს, როცა ის ამას გადაწყვეტს. პუტინი სიამოვნებით მიიღებს მოსკოვში გამარჯვების დღეს ყველა სახელმწიფოს მეთაურს, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ რუსეთის ფედერაციასთან ამ დღესასწაულის სიამაყე; რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრისთვის მომზადება განსაკუთრებულ ძალისხმევას და სამუშაო დონეზე აზრთა გაცვლას მოითხოვს. ლიდერთა პირველი შეხვედრა შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს" - პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)