|
2025-02-16 13:59:36, 505 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო მინისტრი - ევროპის ქვეყნები ერთიან არმიას არ შექმნიან
ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტერმინთან, რადგან ხალხს სხვადასხვაგვარად ესმის, თუ ამით გესმით ეროვნული არმიების გაერთიანება, ეს არ მოხდება, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ ევროპამ, ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს“, - აღნიშნა სიკორსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას არსებობს თუ არა ევროპული არმიის შექმნის შესაძლებობა. მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად გაძლიერებულ ბრიგადას აყალიბებს. „თუ აშშ-ს სურს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ თავდაცვის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კომპონენტი, ნატო-ს კომპონენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ევროკავშირის კომპონენტი, ევროკავშირის სუბსიდიები თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა გაზარდოს ჩვენი წარმოების უნარი, მაგრამ ასევე ევროკავშირის ძალა, რომელიც მისი სახელის ღირსია“, - თქვა სიკორსკიმ. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში პოლონური ჯარების განთავსება არ განიხილება, რადგან ნატო-ს წინაშე არის პოლონეთის მოვალეობა არის აღმოსავლეთის ფლანგის, ანუ საკუთარი ტერიტორიის დაცვა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)