|
2025-02-15 08:40:07, 450 ნახვა
მსოფლიო
ჯო უილსონი - მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად
მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. მას ესმის თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად და სირიაზე სანქციების შესამსუბუქებლად, რათა სირიელებს დაბრუნებისა და აღმშენებლობის საშუალება მიეცეთ,” - წერს უილსონი. უილსონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათში მას და რუბიოს გარდა კადრში ასევე არიან კონგრესმენი ნილ დანი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატიული პარტია) და სენატორი კრის კუნსი (დემოკრატიული პარტია).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)